სურათები

კულტურა


ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს.იგი დაკავშირებულია ჩვენს წინაპრებთან და ქმნის ქართველი ერის ისტორიას.უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველ ბერძნულ წყაროებში მოიპოვება.აღმოჩენილია სხვადასხვა საკრავი,რომლებიც დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს.ასეთი დიალექტი 15-მდე აღწევს.უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება,რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.