სურათები

ქართული ფოლკლორის წარმოშობა

ქართული ფოლკლორის წარმოშობა
მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი-ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართულიარამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაასაუკუნეთა განმავლობაშიიქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები-მომღერალთამოცეკვავეთახალხურ მელექსეთასახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სწორუპოვარი შემოქმედება:ქართული მრავალხმიანი სიმღერაქართული ცეკვაზეპირსიტყვიერებაქართული ჩუქურთმაფარდაგიკერამიკატიხრული მინანქარიკედლის მხატვრობაქართული სამოსი,ოქრონემსულიოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგულობაქართული საჭურველი...
ფოლკლორის მასაზრდოებელი წყარო ცოცხალი ყოფაადროთა ვითარებაში ხალხურ ყოფაში მომხდარმა ცვლილებებმა შეაფერხა ქართული ფოლკლორის ბუნებრივფი განვითარება მოწყვიტაცოცხალ ყოფასთუმცასაბედნიეროდქართული ფოლკლორის ტრადიციულიავთენტიკური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამსვანეთმააჭარამ დააღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა.
საქართველოს ისტორიასა და მატიანეებს არ შემორჩენია ქართული ფოლკლორის შემოქმედთა სახელებიგამოჩენილი მომღერლებისმომღერალთა გვარებისლოტბარ-მგალობელთაწარმოჩენაგამომზეურების ხანა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დადგაქართული საგალობლების ნოტირებითქართული ხალხური სიმღერების ფონოგრაფით ჩაწერა-დაფიქსირებითა დაქართული სიმღერის სცენაზე გადატანითფოლკლორიქართული ხალხური სასიმღერო ხელოვნებაეროვნული ცნობიერების თვალსაწიერში მოექცაგაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილებასაქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების ერთად თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა

ქართული ხალხური სიმღერის სცენაზე გადატანით მეორეული ფოლკლორი წარმოიშვამის პარალელურად კიმოგვიანებით-გასული საუკუნის 60-70 წლებში-აკადემიური საშემსრულებლოსტილი ჩამოყალიბდა
ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა-გალობის უკვდავებისა და სიცოცხლისუნარიანობის საქმეში ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდნენ მომღერალი ოჯახები და გვარები,რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ საშემსრულებლო ტრადიციასკილოურ აზროვნებასა და რეპერტუარსკარბელაშვილებიფალიაშვილებიდუმბაძეებიერქომაიშვილები,ჩავლეიშვილებიხუხუნაიშვილებისიხარულიძეებიბერძენიშვილებიმახარაძეებიკოროშინაძეებიმჟავანაძეებიგოგოლაძეებიბაბილოძეებისიმაშვილებიჩახუტაშვილები,მჭედლიშვილებიკავსაძეებიზარდიაშვილებიკელაპტრიშვილებითარხნიშვილებიციციშვილებიაკობიებიკაკაჩიებიხუხუებიდადვანებიფილფანები..


საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს.ასეთი დიალექტი 15-მდე აღწევს.უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება,რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ეროვნულკულტურის აღორძინების ხანა დაიწყო.გაიზარდა ინტერესი ხალხური მუსიკის მიმართაც.იწყება ბრძოლა ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღსადგენად მათი დანგრევის მიზნით.ამ პერიოდში თვალსაჩინო მუსიკოს-მოღვაწეთაგან გამოირჩევა პოეტი,ისტორიკოსი,მუსიკათმცოდნე და საზოგადო მოღვაწე დავით მაჩაბელი.აღსანიშნავია მისი დაუმთავრებელი თხზულება ”ქართველო ზნეობა”,რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს,მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს.

პროექტის სრული აღწერა: საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან.