სურათები

ქართული ფოლკლორის განვითარება


საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანაა და ქართული მუსიკალური აზროვნებისათვის ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი. ქართულმა ხალხურმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარებისა და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო. დროთა განმავლობაში გროვდებოდა, თვისობრივად და რაოდენობრივად იცვლებოდა ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკა. ფოლკლორი თავისთავად გულისხმობს სინკრეტიზმს და ორგანულ მთლიანობაში მოიცავს ცეკვას, სიმღერას, მუსიკას, ლექსს. ქართულ ხალხურ მუსიკას ახასიათებს თავისუფალი მუზიცირება-იმპროვიზაციულობა, ვარიანტულობა და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი. 
ფოლკლორის მასაზრდოებელი წყარო ცოცხალი ყოფაა. დროთა ვითარებაში ხალხურ ყოფაში მომხდარმა ცვლილებებმა შეაფერხა ქართული ფოლკლორის ბუნებრივფი განვითარება მოწყვიტა ცოცხალ ყოფას, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული ფოლკლორის ტრადიციული- ავთენტიკური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა. 
საქართველოს ისტორიასა და მატიანეებს არ შემორჩენია ქართული ფოლკლორის შემოქმედთა სახელები. გამოჩენილი მომღერლების, მომღერალთა გვარების, ლოტბარ-მგალობელთა წარმოჩენა- გამომზეურების ხანა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დადგა: ქართული საგალობლების ნოტირებით, ქართული ხალხური სიმღერების ფონოგრაფით ჩაწერა-დაფიქსირებითა და ქართული სიმღერის სცენაზე გადატანით. ფოლკლორი, ქართული ხალხური სასიმღერო ხელოვნება, ეროვნული ცნობიერების თვალსაწიერში მოექცა. გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების ერთად თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა. 
ქართული ხალხური სიმღერის სცენაზე გადატანით მეორეული ფოლკლორი წარმოიშვა. მის პარალელურად კი, მოგვიანებით-გასული საუკუნის 60-70 წლებში-აკადემიური საშემსრულებლო სტილი ჩამოყალიბდა. 
ქართული ხალხრი მრავალხმიანი სიმღერა-გალობის უკვდავებისა და სიცოცხლისუნარიანობის საქმეში ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდნენ მომღერალი ოჯახები და გვარები, რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ საშემსრულებლო ტრადიციას, კილოურ აზროვნებასა და რეპერტუარს: კარბელაშვილები, ფალიაშვილები, დუმბაძეები, ერქომაიშვილები, ჩავლეიშვილები, ხუხუნაიშვილები, სიხარულიძეები, ბერძენიშვილები, მახარაძეები, კოროშინაძეები, მჟავანაძეები, გოგოლაძეები, ბაბილოძეები, სიმაშვილები, ჩახუტაშვილები, მჭედლიშვილები, კავსაძეები, ზარდიაშვილები, კელაპტრიშვილები, თარხნიშვილები, ციციშვილები, აკობიები, კაკაჩიები, ხუხუები, დადვანები, ფილფანები.. 


მომღერლები და ლოტბარები: დედას ლევანა, ოსტატი ალექსა, მიხა ჯიღაური, ექვთიმე კერესელიძე, მელქისედეკ ნაკაშიძე, რაჟდენ ხუნდაძე, ნესტორ კონტრიძე, სიმონ ხონელი, ასლან ერისთავი, შაქრო ლომიძე, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ამუზაშვილი, ფირუზ მახათელაშვილი, ვალერიან ჟუჟიაშვილი, გიორგი პაპალაშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, მიხეილ შავიშვილი, ძუკუ ლოლუა, რემა შელეგია, ნოკო ხურცია, კიწი გეგეჭკორი, პლატონ ფანცულაია, კირილე პაჭკორია, ილია ზაქაიძე, ჰამლეტ გონაშვილი ილია ფალიანი, პლატონ დადვანი, ჯოკია მეშველიანი... 

ქართული ტრადიციული მუსიკა-განსაცვიფრებელი მრავალხმიანობა- შერწყმულია არქაულ მუსიკალურ ენასა და ორიგინალურ უნიკალურ ჰარმონიასთან. ქართული სასიმღერო ფოლკლორი და ცეკვა ყოველთვის უდიდეს გავლენას ახდენდა უცხოელებზე. შემთხვევითი არ არის, რომ გასული საუკუნის 900-იანი წლებიდან უცხოეთის ხმის ჩამწერი ფირმების დაინტერესება ქართული სიმღერით და ასე გაჩნდა ლონდონის, რიგის, ბერლინის, ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის მუზეუმების საცავებში სხვადასხვა დროს ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერის კოლექციები. ამ კოლექციათა უმეტესობა საქართველოში ჩამოიტანა და გამოსცა ანზორ ერქომაიშვილმა (კატალოგი და 100 ქართული ხალხური სიმღერა, 2008 წელი). 
მრავალხმიანობა ასეთი განვითარებული სახით მსოფლიოში არ არსებობს. ამას გამოჩენილი მეცნიერები, ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, კომპოზიტორები და მუსიკოსები აღიარებენ. 
ზიგფრიდ ნადელი-გერმანელი მუსიკისმცოდნე: 
"ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს."
ალან ივანესი-ამერიკელი კომპოზიტორი:
"ბახი რომ ცოცხალი იყოს, ისიც კი აღტაცებაში მოვიდოდა ასეთი პოლიფონიით."
იგორ სტრავინსკი-რუსი კომპოზიტორი:
"ჩემთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი უდიდესი შთაბეჭდილება იყო ქართული ხალხური სიმღერის ჩანაწერები. ეს არის მუსიკის აქტიური შესრულების საუკეთესო ტრადიაცია... იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის რაც კი ოდესმე მომისმენია."
ალან ლომაქსი-ამერიკელი ფოლკლორისტი:
"საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია." 
სწორედ ალან ლომაქსის რჩევით გაგზავნეს ამერიკელებმა კოსმოსური ხომალდით, დედამიწის ცივილიზაციის გასაცნობად, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, ჩიტების ჭიკჭიკი და "ჩაკრულო" ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით. 

ბორის ასაფიევი-რუსი მუსიკისმცოდნე:
"ქართული ხალხური მრავალხმიანი კულტურა უკვე დიდი ხანია აღიარებულია ისტორიულ წვლილად მუსიკის ზოგადსაკაცობრიო დიდ საგანძურში. იგი გვაცვიფრებს და ქედს გვახრევინებს ქართველი ერის მუსიკალური გენიის წინაშე." 
2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. 
მთელ მსოფლიოში მზარდია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობისადმი ინტერესი: 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი," რომელმაც უკვე ოთხი სიმპოზიუმი გამართა (ორ წელიწადში ერთხელ). 
ქართულ ფოლკლორს მის ყოველ დარგს, ტრადიციული მრავალხმიანობის დაცვა-შენარჩუნებას შვიდ ათეულ წელზე მეტია (1936 წლიდან) ემსახურება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მისი მდიდარი არქივი, რომლის მასალების გამოცემა-გამომზეურება ბოლო წლებში ინტენსიურად დაიწყო (დირექტორი გიორგი უშიკიშვილი). ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია: ქართული ფოლკლორის ავთენტიკურობის დაცვა, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოვლა, კვლევა და პოპულარიზაცია. ტრადიციულის, მივიწყებულის აღდგენა-გაცოცხლება და მისი შემქმნელი ხალხისთვის უკან დაბრუნება, ცენტრის არქივის გამდიდრება. ამისათვის სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ქართული ფოლკლორის ერონული დათვალიერება-ფესტივალ; ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდია მთელი საქართველოს მასშტაბით იწერს და აფიქსირებს ქართული ფოლკლორის ნიმუშებს; ექსპედიციები, მასტერკლასები, გამოფენები, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემმები ... ცენტრის მრავალფეროვანი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. 
უძველესი ასურული და ბერძნული წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ ქართული სიმღერა-ცეკვის შესახებ : ასურეთის მეფე სარგონი (ძვ. წ. 714 წ): ქართველთა შორეული წინაპრების ომის დროს "მხიარულ სიმღერებს" ასრულებდნენ; ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ.წ. V-IV სს.) "ანაბასისში" აღწერ ქართველური ტომების "განსაკუთრებული ყაიდის", უცნაურ საბრძოლო ცეკვა-სიმღერებს, რომელთაც მოსინიკერი მტრის მოჭრილი თავების გარშებო ასრულებდნენ. შეიძლება სწორედ მრავალხმიანობა იყო ამ სიმღერების განსაკუთრებულობის მიზეზი. მაგრამ XI-XII სს. ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, ღვთის სამსახოვნების-სამგვამოვნების მაგალითზე, უკვე ნამდვილად საუბრობს ქარღული სიმღერა-გალობის სამხმიანობის შესახებ. ქართული მუსიკალური ფოლკლორის "ეთნიკური ბგერითი იდეალი" სწორედ სამხმიანობაში გამოვლინდა. 
მდიდარია ჩვენი მუსიკალური ფოლკლორის ჟანრული სისტემა, დიალექტურად გამორჩეული დაDADAმრავალფეროვანი: მუსიკალური აზროვნების მარტივი თუ ურთულესი ფორმებით – აღმოსავლეთ საქართველოს მთის არქაული ფოლკლორიდან პოლიფონიურ ქართლ-კახურ თუ გურულ სიმღერებამდე. 
საქართველოში საკრავიერი მუსიკა ძირითადად სიმღერის თანხლებია. დღეს შემორჩენილ საკრავთაგან განსაკუთრებით პოპულარულია ოთხსიმიანი ჩონგური, სამსიმიანი ფანდური, გუდასტვირი (ან ჭიბონი), სალამური, ჭუნირი, დაირა, დოლი და სხვ. 
ფოლკლორის საარსებო სოციალური გარემოს შეცვლამ – ტექნიკურმა პროგრესმა, ყოფიდან მრავალი წეს-ჩვეულების გაქრობამ, მდარე მასობრივი პროდუქციის გავრცელებამ იმოქმედა ქართულ ფოლკლორზე, მაგრამ იმედისმომცემია ბოლო წელიში მომხდარი ძვრები, დიდი ყერადღება სახელმწიფოს მხრიდანაც, თუნდაც ქართული ფოლკლორის დაცვის ნაციონალური საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის ფარგლებში უამრავი პროექტი განხორციელდა. დღეს ქართუკი ფოლკლორის ვექტორი მიმართულია უნიკალური მუსიკალური