სურათები

Sunday, May 13, 2012

პროექტის სრული აღწერა


 საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან.

Saturday, May 12, 2012

ფანდური

ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. როცა ხატში რაიმე დღეობა იქნებოდა, სადაც აუცილებელი იყო მხიარულება და სიმღერა, ან სოფელში რომელიმე ოჯახს უნდა ქორწილი გადაეხადა, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა ქორწილს, მაშინ თვითონ ჭირისუფალი “გატეხდა ფანდურს”: ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე “გატყდებოდა ფანდური” სოფლელთათვის, ახლობლები კი “გვლოვას” განაგრძნობდნენ.

ჭუნირი


ქართული ხალხური სიმებიან-ხემიანი საკრავი, მრგვალი კორპუსითა და გრძელი ყელით. აქვს ცხენის ძუისაგან დამზადებული 3 სიმი. აქვს რბილი, სუსტი ბგერა, ჭიანურისაგან განსხვავებით, დღესაც გამოიყენება სვანეთში. დაკვრის დროს შემსრულებელი ზის და ჭუნირი მუხლზე აქვს დადებული.
ჭიანური
ქართული ხალხური სიმებიან-ხემიანი საკრავი, მრგვალი კორპუსით, გრძელი ყელითა და საყრდენით, აქვს ცხენის ძუისაგან დამზადებული 2-4 სიმი, სუსტი, მაგრამ ძალიან ნაზი, რბილი ხმოვანება, შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობები. ძირითადად გამოიყენება სიმღერისა და ცეკვის თანხლებისათვის. გავრცელებული იყო იმერეთში, რაჭაში, ფშავშ

ჩანგი

ქართული ხალხური გამოსაკრავი სიმებიანი საკრავი, არფის მაგვარი. აქვს 6-9 ცხენის ძუის ან აბრეშუმის სიმი. ქალთა საკრავია, ძალზედ ნაზი ტემბრის ბგერით. გამოიყენება სიმღერის თანხლებისათვის. ძირითადად შემორჩენილია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სვანეთში.

Friday, May 4, 2012

დოლი

ქართული დასარტყამი საკრავი. გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება. ძირითადად ცეკვისა და საფერხულო სიმღერების თანმხლებია. მასზე მამაკაცები უკრავენ. დღეისათვის დასარტყამებიდან ყველაზე აქტიურად გამოიყენება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში